






მოგესალმებათ კალიგრაფიისა და ხელნაკინძი წიგნის ხელოვნების სკოლა „ქართული ხელრთვა“
ხელრთვა - ლამაზად წერის ხელოვნება, კალიგრაფია სახვითი ხელოვნების ნაწილია. საქართველოს სხვადასხვა კალიგრაფიულ სკოლაში (ეს იყო ტაო-კლარჯეთის, ალექსი-მესხიშვილთა თუ სხვა...) საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ქართული ანბანი და, ზოგადად, დამწერლობის ხელოვნება, რომელიც დღეს დიდი ინტერესის საგანია.
თბილისში ჩამოყალიბდა თანამედროვე კალიგრაფიისა და ხელნაკინძი წიგნის ხელოვნების (თუ მოკლედ ვიტყვით „მწიგნობრობის“) სკოლა, რომლის მიზანია მის პროექტებში მონაწილე პირები არამარტო დააინტერესოს (როგორც ეს სხვადასხვა სეზონურ, მოკლევადიან სკოლებშია), არამედ სტრუქტურულად შეასწავლოს მწიგნობრობის მთელი ხელოვნება მისი საფუძვლებიდან, დაამყაროს კავშირი საუკუნეების წინანდელ ხელნაწერებთან, ქართველი კალიგრაფების მიერ ეპოქაგამოვლილ გამოსახვის ტექნიკებთან და მხატვრულ-კომპოზიციურ გააზრებასთან.
სახვითი ხელოვნების როლი ადამიანის აზროვნების განვითარებაში უაღრესად დიდია. მას შესწევს ძალა გონება გაახალისოს და მისცეს საშუალება იყოს უფრო შემოქმედებითი. თანამედროვე ეპოქაში კალიგრაფია გასცდა გამოყენებითი ხელოვნების საზღვრებს და სახვით ხელოვნებაში დაიდო ბინა. იგი მოიცავს ჩარჩოში, გარკვეულ კონტურებში - კონცეპტივებში ჩასმულ თუ თავისუფალ, დინამიურ ხაზებს. ჩვენი ამოცანაა სრულყოფილად შეისწავლოთ კალიგრაფიისა და ხელნაკინძი წიგნის ხელოვნების ეს საფუძვლები.
ჩვენი მიზანია უძველესი ქართული ტრადიციული სამწიგნობრო ტექნოლოგიების აღდგენაც. ამიტომ სტუდენტებს უფასოდ ურიგდებათ ლერწმის ღერები, რომლისგანაც სწავლობენ კალმის დამზადებას. ლერწმის კალამი უძველესი დროიდან მე-19 საუკუნემდე აქტიურად გამოიყენებოდა ქართველი კალიგრაფების მიერ.




სწავლის ღირებულება
-
ჯგუფში მეცადინეობით თვეში 120 ლარი.
-
ინდივიდუალური მეცადინეობა თვეში 200 ლარი
გადახდა წარმოებს თვის დასაწყისში, გაცდენილი გაკვეთილები გადასახადზე გავლენას არ ახდენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს facebook გვერდზე, მითითებულ ელ. ფოსტაზე ან დაგვირეკეთ: 555 733 175
ჩვენი სკოლა არის საქართველოში ერთადერთი სადაც დამწერლობის კულტურის ყველა ასპექტს შეისწავლით დაწვრელებით, მაღალ დონეზე. ჩვენთან ისწავლით არამხოლოდ კალიგრაფიას, არამედ შეაბიჯებთ ხელოვნების იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც თეორიული წინების მიღმა იმალება და ელოდება თქვენგან აღმოჩენას.
კალიგრაფიისა და ხელნაკინძი მინიატურული, ჩვეულებრივი თუ მონუმენტური წიგნის, დეკორის, კალიგრაფიისა და ორნამენტის სწავლება შეგიძლიათ ჩვენთან, ამისთვის საჭიროა გადმოგზავნო СV ელ ფოსტაზე - qartuli.xelrtva@gmail.com
