






ოთარ მჭედლიშვილი
• 2011 წლიდან დაიწყო მუშაობს ეტრატის დამუშავების დაკარგული ტექნოლოგიის აღდგენაზე. პირველად დამზადებულ მასალაზე გადაწერა ნაწყვეტი ქართლის ცხოვრებიდან - „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“.
• 2013 წლიდან იწყებს მუშაობას უძველესი ქართული სამწიგნობრო ხელსაწყოების აღდგენაზე: ლერწამი, ბატის ფრთა, მელანი - Atramentum (იგივე მურის მელანი) და სხვ.
• 2014 წლიდან არის „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების“ წევრი.
• კითხულობს ლექციებს ქართული მწიგნობრობის, წიგნის ხელოვნებისა და მინიატურის შესახებ სხვადასხვა სკოლაში, ასევე მუშაობს კერძო დაკვეთებზე.
• 2014 წლიდან არის ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ამავე წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წაიკითხა ლექცების ციკლი აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის კალიგრაფიისა და წიგნის დეკორის თემაზე.
• 2015 წელს დააარსა კალიგრაფიის, ილუმინირებისა და ხელნაკინძი წიგნის ხელოვნების სკოლა „ქართული ხელრთვა“
• 2016 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც ატარებს სემინარებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს წიგნის აკინძვის ხელოვნებასა და კალიგრაფია-მინიატურაში.
• 2016 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.
• 2016 წლის დეკემბერი: ისი-პარი თბილისი. კალიგრაფიული გაფორმების სპეციალისტი
• 2017 წლის ივნისი: სანქტ-პეტერბურგის კალიგრაფიისა და ლეთერინგის სკოლა“typetypeschool” . Кампус в Тбилиси «Каллиграфия. Погружение». ქართული კალიგრაფიისა და ხელნაწერის მოხატულობის ინგლისურენოვანი პროგრამის პედაგოგი.
• 2017 წელს ილუსტრირება გაუკეთა ოსკარ უაილდის მოთხობას „კენტერვილის აჩრდილი“ და სემუელ ტეილორ კოლრიჯის პოემას „ქრისტაბელი“.
• 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამა, არქიტექტურის მაგისტრი.
• 2018 წლის ივნისი: ეი დი სი კომპანის თანადამფუძვნებელი და მთავარი არქიტექტორი
• 2018 წლის ივლისი - ნოემბერი კომპანია ბიბიესის არქიტექტურის დეპატრამენტის ხელმძღვანელი, მთავარი არქიტექტორი.
• 2018 წლის ოქტომბრიდან სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, დოქტორანტურის პროგრამაზე.
• 2018 წლის ნოემბერი კალიგრაფიული საუზმე თბილისში პროექტის კალიგრაფიის პედაგოგი




