






პროგრამა - კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების სრული კურსი
პროგრამა მოიცავს სწავლების სამ 10 კვირიან შუალედს.
პროგრამის დაწყებამდე სტუდენტები გაივლიან ერთ თვიან მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც დაეხმარებათ ხელსაწყოების გათვიცნობიერებასა და ელემენტარული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ტერმინილოგიის გაცნობაში.
პირველი შუალედი მოიცავს საბაზისო საგნების სწავლებას:
-
კალიგრაფიული შრიფტის დიზაინი
-
კალიგრაფიული უნარ-ჩვევები
-
კალიგრაფიკა
-
კომპოზიცია
-
ფორმათწარმოქმნა
მეორე შუალედი მოიცავს:
-
პალეოგრაფია
-
მინიატურა
-
ორნამენტი
-
დეკორი
-
კალიგრაფია
მესამე შუალედი მოიცავს წიგნის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების საგნების, კერძოდ:
-
დაკაბადონება - კაპტალი
-
აკინძვა - ბლოკი
-
ფორზაცისა და პირის მხატვრული შემკობა
-
გარეკანი, ყდა
-
ტექტსტი წიგნში - მულაჟი
ამ პროგრამით:
-
შეძლებთ შეისწავლოთ მხედრული, ნუსხური და მრგლოვანი დამწერლობები სტრუქტურულად. ასევე მათი რამდენიმე სტილი.
-
შეძლებთ შეისწავლოთ წიგნის გაფორმების ყველა მიმართულება: დეკორი, ორნამენტი, მინიატურა.
-
შეძლებთ შეისწავლოთ წიგნის ხელით აკინძვა, ყდით შემოსვა, ყდის გამშვენება.
-
შეძლებთ შეისწავლოთ წიგნის ხელოვნებისა და აკინძვის მსოფლიო ტრადიცია: ქართული, ევროპული, აზიური, იაპონური...
-
შექმნით რომელიმე ქართული ან უცხოური ხელნაწერის მულაჟს, შეისწავლით მოვარაყებას, ბატის ფრთისგან და ლერწმისგან კალმის გაკეთებას, მოთეგვას და უამრავ საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოს.








