რაბულას სახარება
- Qartuli Xelrtva
- Dec 10, 2017
- 2 min read
რაბულას სახარება (ფლორენცია, მედიჩების ბიბლიოთეკა ლაურენციანა, cod. plut. I, 56) არის მე-6 საუკუნის მოხატული სირიული სახარება. ერთ-ერთი პირველი ბიზანტიური ნამუშევარი აზიაში და ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქრისტიანული ხელნაწერი დიდი მინიატურებით. იგი გამორჩეულია თავისი მინიატურების მისწრაფებით ნათელი ფერების, მოძრაობის, დრამატულობისა და ექსპრესიულობისკენ. მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როდესაც ელინიზმის ხელოვნებიდან ჯერ კიდევ შემორჩენილი ცოტა რამ განვითარებას პოულობდა ქრისტიანულ ხელოვნებაში. ხელნაწერს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში და ამიტომ ხშირად იქცევს მეცნიერთა ყურადღებას.

აღწერილობა
სახარებაზე მუშაობა 586 წელს ზაგბას წმ. იოანეს მონასტერში დამთავრდა. რომელიც ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ იყო ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, მაგრამ ახლა მიიჩნევა რომ მდებარეობდა ჰინტერლანდში, თანამედროვე სირიაში ანტიოქიასა და აპამიას შორის. სახელწოდება მიიღო მისი გადამწერის - რაბულასგან (Rabbula), რომლის შესახებ არაფერია ცნობილი. დღევანდელი მდგომარეობით, ფურცლების ზომებია 34X27 სმ. მისი თავდაპირველი ზომების დადგენა ვერ ხდება, რადგან ნაპირები ხელახალი აკინძვების ყოველ ჯერზე ეჭრებოდა. ტექსტი დაწერილია შავი ან მუქი ყავისფერი მელნით ორ სვეტად, ხაზების რაოდენობა კი ვარირებს. მინაწერები შესრულებულია წითელი მელნით კოლონების ქვეშ. ტექსტი წარმოადგენს პეშიტტას სახარების სირიულ ნათარგმნს.
ხელნაწერი მოხატულია, ტექსტთან ერთად მოჩარჩოებულია ოსტატურად შესრულებული სართავებით მცენარეული და არქიტექტურული მოტივებით. სახარების კანონები თაღოვან კამარებშია გამოსახული და მოორნამენტებულია ყვავილებითა და ფრინველებით. მინიატურისტი ხატვისას აშკარად ინსპირირებულია ელინისტური ხელოვნებით (დრაპირებული ფიგურები), მაგრამ მიჰყვება სპარსულ (პერსიის) ორნამენტულ ტრადიციას. რაბულას სახარების მინიატურები, განსაკუთრებით „ჯვარცმა“, „ამაღლება“ და „სულიწმიდის მოფენა“ მოჩარჩოებულია ზიგზაგის, მრუდის ცისარტყელისა და ა.შ. ფორმის დეკორაციებით. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებში უძველესი „ჯვარცმის“ სცენა ამ ხელნაწერშია დაცული და გვიჩვენებს სურათის აღმოსავლურ ფორმას ამ დროში. ხელნაწერში მოცემულია მინიატურა თუ როგორ ირჩვევენ მოციქულები მეთორმეტე მოციქულს, იუდას დაკარგვის შემდეგ, რაც კანონიკურ სახარებებში მოცემული არ არის და რაც იშვიათი მოვლენაა მოგვიანო ხელოვნებაში. მხატვარი კარგად ფლობს კლასიკური გამოსახვის ტრადიციებს. მაგრამ იმდენად იშვიათია ამ ეპოქის გადარჩენილი სურათები, რომ ისინი არიან განსაკუთრებულად ღირებულნი რომ წარმოაჩინონ ამ ეპოქის სტილი და იკონოგრაფია.
ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე ედგარდ ბლოკეტი (1870 _ 1937) ამტკიცებდა, რომ ხელნაწერის ზოგიერთი გვერდი, რომელიც სურათების სერიას შეიცავდა, ჩართულია არაუადრეს მე-10 _ მე-11 საუკუეებისა. მას შემდეგ, რაც მინიატურების თანმხლები წარწერები პალეოგრაფიული შესწავლით ტექსტის თანადროული აღმოჩნდა, ეს მოსაზრება უარყვეს, კერძოდ, ჯუზეპე ფორლანიმ და კარლო ჩეკკელიმ მინიატურების ფაქსიმილიური გამოცემის კომენტარებში 1959 წელს. მაგრამ ეჭვები, თუ რომელ საუკუნეს ეკუთვნის მინიატურები, დღემდე არსებობს, განსაკუთრებით უკანასკნელ ხანს. სწავლულებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ 586 წელს გადაწერილი ტექსტი მინიატურებთან ერთად ხელახლა აიკინძა მე-15 საუკუნეში, მინიატურები კი ამოღებულია სხვა ხელნაწერიდან და შესრულებულია ორი მინიატურისტის მიერ.
ხელნაწერის ისტორია მისი გადაწერიდან მე-11 ს.-მდე ბუნდოვანია, ვიდრე ის არ მოხვდა მაიპუკში. მე-13 საუკუნის ბოლოს ან მე-14 საუკუნის დასაწყისში იგი მოხვდა ქუანუბინის მონასტერში, კადიშის ხეობაში. მე-15 საუკუნის ბოლოს ან მე-16 საუკუნის დასაწყისში ხელნაწერი აიღო მარონიტეს ეკლესიის პატრიარქმა და ამიერიდან დღემდე ინახება ლაურენციას ბიბლიოთეკაში, ფლორენციაში.
Comments